ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიციამ ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1973 წელს დაბადებული ჯ.ქ. ბათუმში დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„მსჯავრდებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, თავისუფლების აღკვეთისა და მუქარის ფაქტებზე წითელი ცირკულარით 2025 წლის ნოემბრიდან იძებნებოდა.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.