არქივი20 ივნისი, 2025, 13:37
პოლიციამ აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა

პოლიციამ აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა
პოლიციამ აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურს ხელი გაარტყა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნინო დათაშვილი არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.