“პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჭკვიანურია” – ტრამპმა ვენესუელაზე თავდასხმის მეორე ტალღა გააუქმა

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხრეთ ამერიკული ქვეყნის თანამშრომლობის შემდეგ ვენესუელაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპის თქმით, ვენესუელამ, “მშვიდობის ძიების ნიშნად”, დიდი რაოდენობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყო.
“ვენესუელა “მშვიდობის ძიების” ნიშნად უამრავ პოლიტპატიმარს ათავისუფლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჟესტია. და ვენესუელა კარგად თანამშრომლობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათი ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის გაცილებით დიდ, უკეთეს და თანამედროვე სახით აღდგენას. ამ თანამშრომლობის გამო, მე გავაუქმე თავდასხმების დაანონსებული მეორე ტალღა, რომელიც, როგორც ჩანს, საჭირო არ იქნება, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით ყველა გემი ადგილზე დარჩება,” – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!