ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ახალქალაქში ოფისი გახსნა

პოლიტიკურმა გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ ახალქალაქში ოფისი გახსნა.
პოლიტიკური გაერთიანების ინფორმაციით, ოფისის გახსნაზე ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ახალქალაქი გახდება წარმატებული და მდიდარი ქალაქი, რომლის მოსახლეობაც თავად გადაწყვეტს ადგილობრივ პრობლემებს.
„26 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მდიდარი ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლება ხალხისკენ უნდა წამოვიდეს. მადლობა თითოეულ ახალქალაქელს და მჯერა თქვენი გამბედაობის, თქვენი ცვლილებების სურვილი, თქვენ ხართ ძლიერი ადამიანები და მჯერა ცვლილებების. ახალქალაქი შეიძლება გახდეს წარმატებული და მდიდარი ქალაქი, რომლის მოსახლეობაც თავად გადაწყვეტს ადგილობრივ პრობლემებს. ახალქალაქი არის თვითმყოფადი და თვითკმარი ქალაქი, მას აქვს განვითარების პოტენციალი, როცა მოსახლეობას ფულს არავინ მოჰპარავს”, - განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.