პოლიტიკური ჭორაობა ძალიან იაფფასიანი ტრიუკია – ცაგარეიშვილი გახარიაზე

იაფფასიანი ტრიუკი, – ასე აფასებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მისივე თქმით, გახარია, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
“20-25 კონკრეტიკა ხომ არ არის, ანუ თუ მას დასჭირდა, 5 ოჯახს ამოაკლებს, თუ არ დაჭირდა, დაამატებს… ეს პოლიტიკური ჭორაობა ძალიან იაფფასიანი ტრიუკია. ახლად ფეხადგმულია ბატონი გიორგი პოლიტიკასა და მის ლაბირინთებში კარგად ვერ ერკვევა. ნახავს, რომ ასეთი იაფფასიანი ტრიუკები არასდროს არ ამართლებდა. ახლა დაადგინა მან ეს 20-25 ოჯახი, როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, მანამდე არ იცოდა?!”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, საუბარია ყოფილი პრემიერის მიერ რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ, ეკონომიკური ზრდით, ქვეყნისთვის მიღებული სარგებელი 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“