არქივი14 დეკემბერი, 2023, 06:08
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებები პარლამენტმა მიმდინარე კვირას უნდა დაამტკიცოს
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა მიმდინარე კვირას უნდა დაამტკიცოს. საკითხს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ.
სიახლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის თანხის გაცემა ეკრძალებათ.
ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია უმრავლესობისთვის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცვლილება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.