პოლიტიკური გავლენის აგენტი, ეს ჩვენს ქვეყანაშიც აკრძალულია – ალექსანდრე რაქვიაშვილი

ევროკომისიის მიერ წარდგენილ “დემოკრატიის დაცვის პაკეტს”, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს, ოპოზიციაში ეხმაურებიან.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპულ ვარიანტში საუბარია რუსეთის გავლენებზე და მას საქართველოსთან ინიცირებულ კანონპროექტთან კავშირი არ აქვს.
პარტია “გირჩის” წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პოლიტიკური გავლენის აგენტი საქართველოშიც აკრძალულია.
“პოლიტიკური გავლენის აგენტი – ეს ჩვენს ქვეყანაშიც აკრძალულია. მე არ შემიძლია პოლიტიკური გავლენის ლობისტი ვიყო უცხოური ქვეყნის. ეს, დიდი ხანია, აკრძალული გვაქვს. მგონი, არც ყოფილა არასდროს ლეგალური. ამიტომ, ეს სიტყვებით თამაშია. სადმე სიტყვა “აგენტი” რომ გაჩნდება, ამას ჩაეჭიდებიან”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, ბექა ლილუაშვილმა.
“მე დეტალურად არ გამივლია, მაგრამ რაც ინფორმაცია მაქვს და რაც პოლიტიკური საფუძვლები ჰქონდა ამ კანონპროექტის ინიცირებას, ეს არის რუსეთის გავლენებთან დაკავშირებული მთლიანად საკითხი. ჩვენც კიდევ ერთხელ ვამბობთ, მე არ მაქვს არანაირი საწინააღმდეგო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ალტერნატიული კანონის პროექტი, რატომ არის კრიტიკულად მიუღებელი ამ ინიციატორთა ჯგუფისთვის”, – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება