„პოზიტიური წელი იყო, თუმცა გაყიდვების მიმართულებით მცირედი, 2-3%-იანი ზრდა დაფიქსირდა“ – „არქი“

უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანია „არქისთვის“ გამოწვევებით სავსე, თუმცა პოზიტიური წელი იყო, კომპანიისთვის განსაკუთრებით გამორჩეული -ში ახალი პროექტის დაწყება აღმოჩნდა. როგორც „კომერსანტთან“ „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი ამბობს, წელი პოზიტიური იყო, თუმცა გაყიდვების მიმართულებით მცირედი ცვლილებები ფიქსირდება.
„2023 წელი საერთო ჯამში შეგვიძლია პოზიტიურად შევაფასოთ. მართალია ბაზარზე ტრანსაქციების რაოდენობა შემცირდა, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მცირედი ზრდა მაინც დაფიქსირდა. ამ ზრდის ძირითადი მიზეზი არის ბაზრის წილის და კომპანიის ზრდა, რომელსაც ბოლო წლებში მუდმივად ვაჩვენებთ, თუმცა გაყიდვების მიმართულებით მცირედი, 2-3%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ.
წელი გამორჩეული იყო იმით, რომ მაიამიში დაიწყო პროექტი და „არქი“ ქვეყნის გარეთ გავიდა. ფლორიდაში ამ ახალი პროექტის დაწყება ძალიან გამორჩეული და მნიშვნელოვანი ფაქტია.
კომპანიის მომგებიანობა წელსაც შარშანდელის მსგავსია, ზრდა არ ყოფილა, რადგან ფასების ზრდა უმეტესწილად თანხვედრაში იყო თვითღირებულების მატებასთან, შესაბამისად რაიმე მნიშვნელოვან ზრდაზე საუბარი არ არის. ეს რეალობა დგას ქვეყანაში და არამარტო აქ, რომ თვითღირებულება სამშენებლო მასალებზე მატულობს, შესაბამისად რომ შევხედოთ სტატისტიკას, ფასები დაახლოებით ერთ ჭრილში იზრდება და მოგების პროცენტი შარშანაც და წელსაც დაახლოებით ერთი და იგივე იყო.
წლის განმავლობაში ფასები 7-10%-ით გაიზარდა და მომავალ წელს, პირველი სამი თვის ვარაუდით, 3-5%-იან ზრდის მიმართულებით დასტაბილურებაა მოსალოდნელი. მისი უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზი კი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორისაა, ბაზარზე არსებული მოთხოვნა, გლობალურად არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია და სხვა“, – ამბობს შიო ხეცურიანი.
„არქის“ გენერალური დირექტორი გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე დაძაბული სიტუაცია ინვესტორებზე აისახება და ისინი თავს იკავებენ უძრავ ქონებაში ინვესტირებისგან.
„გამოწვევებს შორის მთავარი იყო, მსოფლიოში არსებული საკმაოდ მძიმე სიტუაცია, ომი ში, ღაზას სექტორში ს და ჰამასის ბრძოლები. შესაბამისად, ამ მიზეზების გამო არაერთმა უცხოელმა შეიკავა თავი მსოფლიო მასშტაბით უძრავ ქონებაში ინვესტირებისგან. მათ შორის ჩვენთანაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ის, რომ ისრაელის და უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ქართულ ბაზარზე აქტიურობით გამოირჩეოდნენ, აღარ არიან ისეთი აქტიურები. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს კონფლიქტები მალე დასრულდება და ინვესტიციების შემოსვლა უძრავ ქონებაში გაძლიერდება“, – ამბობს შიო ხეცურიანი.