ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პლუს ჩეხი ბომბარდირი და "ლივერპულის" ნახევარმცველი - მიქაუტაძის "ლიონში" დიდი ცვლილებებია

პლუს ჩეხი ბომბარდირი და "ლივერპულის" ნახევარმცველი - მიქაუტაძის "ლიონში" დიდი ცვლილებებია

"ლიონში", რომლის ღირსებასაც გიორგი მიქაუტაძე იცავს, დიდი საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს.
- 32 წლის არგენტინელ მცველს ნიკოლას ტალიაფიკოს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივეს.
- "პლზენისგან" 24 წლის შემტევ ნახევარმცველ პაველ შულცს 7.5 მილიონ ევროდ (ბონუსების გარეშე) შეიძენენ. ის გასულ სეზონში 35 მატჩში გატანილი 15 გოლით (4 პენალტით) ჩეხეთის ჩემპიონატის მეორე ბომბარდირი გახდა. აგრეთვე 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
- "ოლიმპიკი" "ლივერპულის" 22 წლის საყრდენ ნახევარმცველ ტაილერ მორტონის 15 მილიონ ფუნტად შეძენასთან ახლოს არის. გასულ სეზონში ინგლისელი იჯარის წესით "ჰალში" თამაშობდა.
- 28 წლის ხორვატი მცველი დუე ჩალეტა-ცარი გამოსყიდვის უფლებით "სოსიედადში" გაანათხოვრეს.
ასე რომ, პაულო ფონსეკას გუნდი ახალ სეზონში სრულიად სხვა შემადგენლობით ითამაშებს და მიქაუტაძე ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იქნება. მას თავის გამოსაჩენად უკვე გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება.
კიტეიშვილმა სეზონი გოლით და მაღალი შეფასებით დაიწყო
ლაკაზეტი დუბლით წავიდა - მიქაუტაძის "ლიონი" ევროტურნირზე გავიდა
მიქაუტაძის "ლიონმა" პატრიკ კლუივერტის შვილი შეიძინა
"საოცრების" გმირი მიქაუტაძე პრობლემებში რჩება - ვინ გამოვა წინა პლანზე
ბომბარდირი იწყებს - მიქაუტაძემ "ჰამბურგს" გაუტანა
მიქაუტაძის თანაგუნდელი პრემიერლიგის გუნდში გადავიდა
მცველი ასე გააბითურა - მიქაუტაძემ "მალიორკას" ბრწყინვალე გოლი გაუტანა
მიქაუტაძე მოედანს დაუბრუნდა - ქართველმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.