ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პლენარული სესიის დასრულებისას პარლამენტთან ვითარება დაიძაბა

საღამოს 9 საათისთვის, როდესაც პარლამენტის პლენარული სესია დასრულდა, პარლამენტის შენობასთან, სადაც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მორიგი დემონსტაცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა.
შეხლა-შემოხლაა პოლიციასა და დემონტრანტებს შორის, - მათ შორის ნიკა მელიას, პარტია „ახალის“ წევრ, ყოფილ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის.
პარლამენტის შენობის გარშემო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები.
დემონსტრანტებმა ჭიშკრისკენ, რომლის უკანაც პოლიციელები დგანან, კვერცხები ისროლეს.
შსს-ს ადგილზე მობილიზებული ჰყავს თანამშრომლები და დამატებით ძალებსაც ამატებს. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც (წყლის ჭავლის/ხმოვანი ავტომობილი).
ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც სპეციალური აღჭურვილობით (ე.წ „რობოკოპები“).
შსს აცხადებს, რომ მობილიზებულები სამართალდამცველები „იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას“.
უწყების განცხადებით, პოლიციელები „დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან“.
პოლიცია მოუწოდებს შეკრებილებს, გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.