ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პიტერ სტანო - ევროკავშირი არ აღიარებს "საპარლამენტო არჩევნებს", რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ჩატარდა

ევროკავშირი არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამის განცხადებას პლატფორმა X-ზე ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.
"ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ჩატარდა ე.წ. "საპარლამენტო არჩევნები" საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერაში", - წერს სტანო პლატფორმა x-ზე.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ ჩატარდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.