არქივი24 ნოემბერი, 2025, 12:41
პიტერ სიიარტო - ყველა ევროპელი პოლიტიკოსის ვალია, სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმას

28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების მნიშვნელოვან შანსს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დასავლეთ ევროპელი ლიდერი ცდილობს მის დაბლოკვას, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ყველა ევროპელი პოლიტიკოსის ვალია სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას.
„ჩვენი პოზიცია ნათელია: ყველა ევროპელი პოლიტიკოსის ვალია სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას, რადგან ეს რაციონალური და ჰუმანური არჩევანია“, - წერს სიიარტო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.