ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პიტერ სიიარტო - უნგრეთის სამშვიდობო მისია გრძელდება - უნდა ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისთვის

პიტერ სიიარტო - უნგრეთის სამშვიდობო მისია გრძელდება - უნდა ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისთვის

უნგრეთის სამშვიდობო მისია გრძელდება, ბოლოდროინდელი მოვლენები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ან ძალიან ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ან საშინელი ესკალაციის ზღვარზე ვართ, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, 20 იანვრამდე შეუქცევადი ნაბიჯები ქმედებები არ უნდა განხორციელდეს.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საკომუნიკაციო არხები ღია იყოს და ეუთო ამისთვის ბოლო შესაფერისი პლატფორმაა“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან გააკრიტიკა უკრაინაზე ზეწოლის იმ მიზნით მოხდენის მცდელობები, რომ გაწვევის ასაკი შემცირდეს.
„ამგვარი ზომების ნაცვლად, ჩვენ საბოლოოდ უნდა ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისთვის“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.