პიტერ სიიარტო – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დასანქცირებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გასაგებია – სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხის გადახედვას უნგრეთიც განიხილავს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება აბსოლუტურად გასაგებია, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
მისი მტკიცებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საკუთარი თავი გადააქცია მიკერძოებულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რომელიც მთელი საერთაშორისო სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენს.
„მისი გადაწყვეტილებები მხოლოდ აღრმავებს გაურკვევლობას მსოფლიოს ისედაც პრობლემურ რეგიონებში“, – აღნიშნა სიიარტომ.
მისი თქმით, უნგრეთი ასევე გადახედავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხს.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ჩვენი სისხლის სამართლის დოქტრინა იცნობს პროვოკაციის ცნებას, ანუ როდესაც ადამიანი განზრახ ქმნის ან იწვევს თავდასხმის საფრთხეს, რათა შემდეგ თავდამსხმელზე ძალა (ან სხვა საშუალება) გამოიყენოს და…