ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პიტერ სიიარტო - გრენლანდიის საკითხი ევროკავშირის საქმე არ არის

პიტერ სიიარტო - გრენლანდიის საკითხი ევროკავშირის საქმე არ არის

გრენლანდიის საკითხი ევროკავშირის საქმე არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი გრენლანდიასთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას მხარს არ დაუჭერს.

მისი განმარტებით, გრენლანდიის საკითხის მოგვარება დანიასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების შედეგად არის შესაძლებელი.

„ამას ორმხრივ საკითხად მივიჩნევთ. ვფიქრობ, ეს ევროკავშირის საქმე არ არის და გუშინ მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირის ერთობლივი განცხადება საჭიროდ არ მიგვაჩნია“, - განაცხადა სიიარტომ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.