პიტერ სიიარტო – არ დავუშვებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების არსებითი ნაწილის, კონკრეტული ეტაპების გახსნას

უნგრეთი არ დათანხმდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დაწყებას.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთის მთავრობა არ დაუშვებს უკრაინის ევროკავშირში შეყვანას, რადგან ეს გაანადგურებს უნგრელ ფერმერებს, უნგრეთის სურსათის უვნებლობას და „უკრაინულ მაფიას უნგრეთში შეღწევის საშუალებას მისცემს“.
„სწორედ ამიტომ არ დავუშვებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების არსებითი ნაწილის, ანუ მოლაპარაკებების კონკრეტული ეტაპების გახსნას“, – აღნიშნა სიიარტომ.
შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, ლიეტუვამ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა რეალური და შეუქცევადი გახდეს. ლიეტუვის წინადადება ითვალისწინებს უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ტექნიკურ დონეზე დაწყებას უნგრეთის გარეშე, თუ ამას ბლოკის 26 წევრი სახელმწიფო დასთანხმდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო