ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პისტორიუსი: აშშ-ში დონალდ ტრამპის არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, აშშ-ს შემდეგ პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება. ამის შესახებ პისტორიუსმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე ისაუბრა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, თუ აშშ-ს მომდევნო არჩევნებში კვლავ მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აირჩევენ ეს "ბევრად უკეთესი იქნება", თუმცა, ბაიდენის ლიდერობის დროსაც "პროგნოზირებადია, რომ აშშ უფრო მეტად ყურადღებას ინდო-წყნარი ოკეანისკენ გადაიტანს".
"თუ ამას გააკეთებენ, ალბათ ევროპის პოლიტიკაში ჩართულობის იგივე დონის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპელებს NATO-ს ფარგლებში მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ". - თქვა პისტორიუსმა.
ამავდროულად, პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის შეიარაღების სფეროში თანამშრომლობა თავსებადი სისტემების შექმნაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.