ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, სამედიცინო დახმარება ათობით მოქალაქეს დასჭირდა

პიროტექნიკით დაშავებულებს კლინიკაში მკურნალობენ. საახალწლო დღეებში სამედიცინო დახმარება ათობით მოქალაქეს დასჭირდა. ნაწილი ბინაზე გაეწერა, ნაწილი კი ამ დრომდე სამკურნალო დაწესებულებაში რჩება. ყველა მათგანს ასაფეთქებელი ხელში აუფეთქდა. მხოლოდ რუსთავში, ახალი წლის ღამეს, სხვადასხვა დაზიანებით, კლინიკაში 8 ადამიანი გადაიყვანეს. მათ შორის არიან არასრულწლოვანები.
ამასთან, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, 2-მა პაციენტმა თითები დაკარგა. პიროტექნიკით დაშავდნენ მარნეულშიც.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.