პირობას გაძლევთ, ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს – დონალდ ტრამპი

პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტობის მეორე ვადას გამოიყენებს ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად.
„გახსოვდეთ, რომ ისტორიის განმავლობაში ყველა კომუნისტური რეჟიმი ცდილობდა ეკლესიის დახურვას, ისევე როგორც ფაშისტურმა რეჟიმმა სცადა მათი დამორჩილება და გაკონტროლება. ამერიკაში რადიკალი მემარცხენეები კი ცდილობენ ორივეს. პირობას გაძლევთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს“, – ამბობს დონალდ ტრამპი.
რაც შეეხება სამხრეთ კაროლინაში გამართულ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ტრამპის გამარჯვებას, „ბიბისი“ წერს, რომ მას ერთი ნაბიჯი აშორებს „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც