ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პირი, რომელიც “ტვ პირველის“ ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა, სამართალდამცველებმა საჩვენებლად დააკავეს და 5 წუთში გაათავისუფლეს (ვიდეო)

პირი, რომელიც “ტვ პირველის“ ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა, სამართალდამცველებმა საჩვენებლად დააკავეს და 5 წუთში გაათავისუფლეს (ვიდეო)

პირი, რომელიც “ტვ პირველის“ ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა, პოლიციამ მხოლოდ საჩვენებლად დააკავა.

“პირველების“ მოპოვებული ვიდეო მასალით  დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი ჩვენი ჟურნალისტის მიერ პოლიციელებისთვის დასმული კითხვების შემდეგ, საჩვენებლად დააკავეს და პოლიციის მანქანით წაიყვანეს, პარლამენტის უკან მდებარე ქუჩაზე ჩამოსვეს. ერთ-ერთი პირი, ვინც პოლიციელის და თავდამსხმელის საუბარი მოისმინა, კონფიდენციალურად “პირველებს“ უყვება, რომ ესმოდა სამართალდამცველების კითხვა - "რატომ გაშიფრე"

შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს, ამ დროისთვის დაუდგენელი პირი “ტვ პირველის“ პიდაპირი ჩართვის ჩაშლას ცდილობდა, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა და იგინებოდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.