“პირველ არხთან” ხმაური და დაპირისპირებაა

“პირველ არხთან”, სადაც მაუწყებლის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს, ხმაური და დაპირისპირებაა.
უფრო კონკრეტულად, აქციის მონაწილეები საეთერო დროს ითხოვენ და სურთ, რომ “პირველი არხის” შენობაში შევიდნენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ტელეწამყვან ნინო ზაუტაშვილის ეთერს ითხოვენ და ამბობენ, რომ თავად წამყვანმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენ ადამიანს და ვის დაუთმობს საკუთარი გადაცემის დროს.
მათ “პირველ არხის” გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა უთხრა, რომ გადაცემას ტექნიკურად დაგეგმავენ და მიიწვევენ.
ასევე მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას “პირველი არხის” ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.
შეგახსენებთ, რომ “პირველი არხის” შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის, მედიის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგებით – “საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: ხვიჩა კვარაცხელია და ლაშა შავდათუაშვილი აზიარებენ ანწუხელიძის გმირობისა და რუსული სამხედრო აგრესიის დაწყების ზუსტ თარიღს 7 აგვისტოს მადლობა მათ ამ თითქოსდა მარტივი ჭეშმარიტებისთვის

თაზო დათუნაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე – 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას, 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები ვერ და არ ახსენებენ რუსეთს