პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 მარცხდება [VIDEO]
![პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 მარცხდება [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/10/bf16cf1ce28c537173d8cb0b54e18146-tw1MO6.jpeg)
ერთა ლიგის მესამე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 0:1 მარცხდება.
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება ისევ არ განახორციელა. თავიდან უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა, პირველი მომენტი კი პირობითმა მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც სუდაკოვის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. შემდეგ სტადიონზე ნაწილობრივ განათების პრობლემა შეიქმნა, რის გამოც თამაში შვიდი წუთით შეჩერდა. მოედნის საფარი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, თამაშის ტემპი მაღალი არ იყო. 35-ე წუთზე კი მუდრიკმა უკრაინელები დააწინაურა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეტევებით უპასუხეს, კვარაცხელიას პასის მერე ქოჩორაშვილმა ვერ გაიტანა და პირველი
ტაიმი 1:0 დასრულდა.
უკრაინა - საქართველო
გოლები: 1:0 მუდრიკი (35)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე
ლოჩოშვილი უნდა შემოიყვანოს ვილიმ რა მაგარია შეტევაში უნაკლო პასი აქვს. :P სანამ გოლს გავუშვებდით ასე მეგონა ეძინებოდათ ჩვენებს რა სჭირდათ? მიქაუტაძეზე ჯვარი აქვთ დაწერილი? გადმოგდებულ ბურთზე ბუდუზე უკეთესი 1.60 სიმაღლის მიქაუტაძე როგორ არის როგოოოოორ????
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.