ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ენფილდზე" "ლივერპულს" ამარცხებს

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ენფილდზე" "ლივერპულს" ამარცხებს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში პსჟ "ლივერპულს" პირველი ტაიმის შემდეგ დემბელეს გოლით 1:0 ამარცხებს.
შეხვედრის პირველი 45 წუთი ორმხრივი შეტევების ფონზე წარიმართა და არაერთი მომენტი ვიხილეთ. პსჟ-მ თამაში აქტიურად დაიწყო და არნე სლოტის გუნდის ნახევარზე პრესინგს მიმართა.
მე-12 წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა, გაშვებული გოლის შემდეგ "მერსისაიდელები" გააქტიურდნენ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.
პირველ ტაიმში საგოლე შანსი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეექმნა, დემბელეს პასით ქართველმა ბურთი კარში გადაგზავნა, მაგრამ მის დარტყმულს გრავენბერხი გადაეფარა და ბურთი კარს ასცდა. "კვარას" ზუსტი პასის შემდეგ
ბარკოლა ალისონთან პირისპირ დარჩა, თუმცა ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელს ბრაზილიელმა კარის დარაჯმა აჯობა და არ გაატანინა.
ჯერჯერობით, ორი მატჩის ჯამში გუნდებს შორის ანგარიში ფრე 1:1-ია, თუ შეხვედრა ამ შედეგით დასრულდება, "ენფილდზე" დამატებით დროს ვიხილავთ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.