პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ტორინოსთან" მარცხდება [VIDEO]
სერია A- ს მე-19 ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ გასვლაზე „ტორინოსთან“ 0:1 მარცხდება.
დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები არ იქმნებოდა, სტუმრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ, პირველი შანსი მასპინძლებს მიეცათ, მაგრამ ვლაშიჩმა 21-ე წუთზე მიზანს ვერ უწია. შემდეგ შესანიშნავი შანსი „ნაპოლის“ ჰქონდა, როდესაც რასპადორის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია. უნდა აღინიშნოს, რომ ტურინელები უკეთ გამოიყურებოდნენ, მეტოქის გარემარბები კვარაცხელია და პოლიტანო განეიტრალებული ჰყავდათ, შეტევაშიც უფრო აგრესიულად მოქმედებდნენ და სანაბრიამ გოლინის კარი დალაშქრა.
ტორინო - ნაპოლი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.