ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ფროზინონეს" 1:0 ამარცხებს [VIDEO]

სერია A-ს 32-ე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „ფროზინონეს“ 1:0 ამარცხებს.
მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, კვარაცხელიამ მცველი ჩამოიცილა, ოსიმენი მეკარე ტურატის პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ მალე პოლიტანომ შესანიშნავი გოლით დააწინაურა თავისი გუნდი. შემდეგ ოსიმენმა კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან. 29-ე წუთზე რაჰმანიმ საჯარიმოში ჩედირა წააქცია, მაგრამ სულეს პენალტი მეკარე მერეტმა არ გაატანინა. ნეაპოლელებმა იერიშები გააგრძელეს, ზილენსკის თავური ოდნავ ასცდა მიზანს, მერე პოლონელის დარტყმულ ბურთს ტურატი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
ნაპოლი - ფროზინონე
გოლი: პოლიტანო (16)
გამოუყენებელი პენალტი: სულე (30, ფროზინონე)
· შინი.GE
· მარაო

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.