ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ინტერთან" 0:1 მარცხდება

მართალია, სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ოსიმენმა ტრავმა მოირჩინა, მაგრამ სასტარტოდან თამაშის დასაწყებად მზად არ აღმოჩნდა და მის ნაცვლად მწვრთნელმა კალცონამ ძირითად თერთმეტეულში რასპადორი დააყენა. მასპინძლები უფრო სწრაფად და აგრესიულად მოქმედებდნენ და პირველი მომენტიც მათ შექმნეს, მაგრამ მეკარე მერეტმა არ გაატანინა. ნეაპოლელები ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლენ, თუმცა სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. ხვიჩას ყურადღებით მეურვეობდნენ და პავარს ყვითელი ბარათი მიაღებინა. პირველი ტაიმის დასასრულს კი "ნერაძური" დარმიანმა დააწინაურა.
ინტერი - ნაპოლი
გოლი: დარმიანი (43)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.