პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "სასუოლოს" 3:1 ამარცხებს
სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, პირველი მომენტი ოსიმენს შეექმნა, რომელსაც ჩაწოდებულ ბურთზე ფერარიმ დაასწრო და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, შემდეგ „ნაპოლიმ“ გოლი გაუშვა - შორიდან მერეტის კარი რაჩიჩმა დალაშქრა. თუმცა, მალე რაჰმანიმ და ოსიმენმა გაიტანეს და ნეპოლელები დაწინაურდნენ. მერე კვარაცხელიამ ცენტრიდან სცადა კარიდან გამოსული კონსილისთვის გატანა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში ოსიმენმა დუბლი შეასრულა. ხვიჩასაც შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი კონსილმა მოიგერია და პირველი ტაიმი 1:3
დასრულდა.
მაგარი დაცემულია სერია A-ს დონე - ასეთი დებილი გუნდები არ მახსენდება.. იმ საოცარ გოლს თუ არ ჩავთვლით, სამოყვარულო დოეზე თამაშობენ.. მარა რათ გინდა, ეს მაინც ვერაფერს შვება და ალბათ, არც მისცემს ბევრ დროს მეორე ტაიმში ის კარცონაა თუ ვიღაც..
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.