პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა სპორტსმენებმა საპროტესტო მარში დაიწყეს

პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილმა სპორტსმენებმა საპროტესტო მარში დაიწყეს.
აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.
მათ გაშლილი აქვთ ბანერი -„სპორტსმენები ძალადობის წინააღმდეგ”.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდნენ მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირები და ქვეყანაში ახალი, ვადამდელი საპარლამენტო ჩატარდეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები და სხვადასხვა დასაკრავი ინსტრუმენტებიც აქვთ მოტანილი.
ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას