პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით, საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ჩამოვიდა

საქართველოს, პირველი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით, გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ეწვია. ნენსი ფეზერს, რომელიც დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ლევან იზორია დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, გერმანული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან.
ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის, მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ, რაც ხელისუფლების განმარტებით ადასტურებს, რომ საქართველო არის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს