პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება, რომელიც ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის ახალ რეალობას შექმნის

პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული კანონი ახალ რეალობას შექმნის ამ სფეროში და გაუმჯობესდება მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი.
„პირველი ივლისიდან ძალაში შედის კანონი მეზღვაურთა შრომის შესახებ, რომელიც ახალ რეალობას შექმნის ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება, ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა პროფესიული განათლების როლზე ამ სფეროში და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის საზღვაო განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„მაღალკვალიფიციური კადრების მნიშვნელობა ყოველდღე იზრდება და შესაბამისად, საზღვაო განათლებისა და პროფესიული მომზადების მხარდაჭერა იყო და რჩება საქართველოს პრიორიტეტულ მიმართულებად, რადგან სწორედ მაღალპროფესიული ადამიანები ქმნიან წარმატებას ნებისმიერ სფეროში და რა თქმა უნდა საზღვაო სფეროში. ამ კუთხით ჩვენ ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ამ ამოცანას ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით გავართვით თავი“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია. „ჩვენი საზღვაო სექტორი კი დიდი სატრანსპორტო, სატრანზიტო და ევროპა–აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის საკვანძო ნაწილია“, – განმარტა ვიცე-პრემიერმა.
Next: მაქსიმალურად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს, უფრო მეტად, ვიდრე 26 მარტს – ეს მათ შეუძლებელს შეაძლებინებს და საქართველოს ძლიერ მეტოქეზე გამარჯვების შანსი მხოლოდ ასე ექნება

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება