პირველი ბრალდება იყო, რომ 37201 ლარის პრემიები დაურიგა თავის თანამშრომლებსო. თვითონ არ აუღია კაპიკი, ოქმი იყო და ყველაფერი. ამის გულისთვის დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი

პირველი ბრალდება იყო, რომ 37201 ლარის პრემიები დაურიგა თავის თანამშრომლებსო. თვითონ არ აუღია კაპიკი, ოქმი იყო და ყველაფერი. ამის გულისთვის დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტების განხილვა მიმდინარეობს, მისმა მამამ თამაზ მოლაშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, სულხან მოლაშვილს ედავებოდნენ თანამშრომლებისთვის 37201 ლარის პრემიების გაცემას, საიდანაც პირადად მას არაფერი აუღია.
„პირველი ბრალდება, როდესაც დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი ეწერა დასკვნაში, რომ 37201 ლარის პრემიები დაურიგა თავის თანამშრომლებსო. თვითონ არ აუღია კაპიკი, ოქმი იყო და ყველაფერი. ამის გულისთვის დააპატიმრეს სულხან მოლაშვილი. იმ საზოგადოებამ რომ გაიგო თურმე ამის გულისთვის წაუყენეს ბრალი სულხანისო, სუყველამ მოვიტანთ იმ თანხასო ოღონდ სულხანი გამოუშვითო“, – განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.
Next: იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს ომეხ აფრასიძე არ უნდა დაეჭირა, არამედ, სპეცოპერაციის ფორმაზე, რომელიც იმდროინდელი მთავრობის მიერ ჩადენილი უპატიებელი დანაშაული იყო ერთი ოჯახისა და ზოგადად, ქვეყნის წინაშე

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა