ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან მზაობა კონსულტაციებისთვის“ - კობახიძე

შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე - ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რაც უკავშირდება ამ კანონს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანკარაში განუცხადა.
პრემიერის თქმით, თუ წარმოდგენილი იქნება სამართლებრივი შენიშვნები, ყველა თემაზე გაიმართება დისკუსია.
„შარლ მიშელთან პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე, ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რაც უკავშირდება ამ კანონს, ოღონდ ვინმემ რამე სამართლებრივი შენიშვნა მოგვაწოდოს ამ კანონთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, მზად ვართ მყისიერი განხილვისთვის. თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, რაც დღემდე არ მიგვიღია, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია ყველა თემაზე", - განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.