“პირველების” ინფორმაციით, სისტემიდან ძმები სამარღანიშვილები გაუშვეს

“პირველების” ინფორმაციით, გეკა გელაძემ სისტემიდან გაუშვა, ვახტანგ გომალაურის კადრებად მიჩნეული პოლიციელები, ძმები სამარღანიშვილები. 

გიორგი სამარღანიშვილი წლების განმავლობაში უწყების რიგებში აქტიურად ირიცხებოდა. მისი ძმა, ნიკოლოზ სამარღანიშვილი, რომელიც კრიმინალური პოლიციის უფროსის მიადგილე იყო, ჩვენი ინფორმაციით ასევე გაათავისუფლეს.

ეს უკანასკნელი პროევროპული აქციების დარბევისას “შაბათის ეთერმა” განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ, გდდ-ის მაშინდელ შეფთან ზვიად ხარაზიშვილის [ხარება] გვერდით გადაიღო.

რა ვიცით ნიკოლოზ სამარღანიშვილზე:

  • ნიკოლოზ სამარღანიშვილის სახელი ბევრ სკანდალს უკავშირდება, მათ შორის კორტების საქმეს, სადაც იური ვაზაგაშვილი “ტყუპ ძმას” შვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა.
  • სამარღანიშვილი ასევე ფიგურირებდა 2021 წლის ივლისში ნიკა მელიასთან მომხდარ დაპირისპირებაში. მაშინ მელია ამბობდა, რომ სამარღანიშვილი ნარკოზემოქმედების ქვეშ იყო და მისგან ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებას მოითხოვდა.

რა ვიცით გიორგი სამარღანიშვილზე: 

  • სამარღანიშვილი “სევასტოპოლის” (რჩეულიშვილის ქუჩა) პოლიციის განყოფილების შეფი იყო იმ დროს, როდესაც ხორავას სისხლიანი ტრაგედია მოხდა და გავცრელებული ცნობებით, სწორედ ამ პოლიციის განყოფილებაში ხდებოდა მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლა.
  • ბოლოს ეს უკანასკნელი თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოდაგილე იყო – სწორედ ეს სამმართველო ფიგურირებს კოალიცია “ცვლილებისთვის” დაკავებული წევრი, საბა სხვიტარაძის საქმეში.

ამასთან, პირველების ინფორმაციით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმუკა კალანდაძე კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. 

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?