პირველად პანდემიის დაწყებიდან, ამერიკაში ინფიცირებამ 50-ივე შტატში იკლო

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირების და სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, ყველაზე დაბალია. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა პანდემიიდან გამოსვლის გზაზეა, აღნიშნავს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი როშელ ვალენსკი.

თეთრი სახლის კოვიდ-19-ზე რეაგირების გუნდის ბრიფინგზე, რომელიც სამშაბათს გაიმართა, ვალენსკიმ თქვა, რომ უახლესი მონაცემების საფუძველზე, „ჩვენ ყველას გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი“. სასიამოვნო ცნობებს ენდი სლავიტმა, თეთრი სახლის მრჩეველმა დასძინა, რომ ბოლო კვირაში საშუალო მაჩვენებლებმა იკლო თითოეულ შტატში 50-დან. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ესეც პირველი შემთხვევაა.
იმის მიუხედავად, რომ ვაქცინაციის ტემპები შედარებით შენელებულია, ქვეყანაში კოვიდ-19-ზე ყოველდღიურად 1.5-დან 2 მილიონამდე ადამიანი იცრება. -ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებზე ავტორიზაციიდან ერთი კვირის მანძილზე 600 000-ზე მეტი მოზარდი აიცრა.

ერთი დოზით მაინც აცრილია 18 წლის ზევით მოსახლეობის 60%. ვალენსკის თქმით, ეს ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დასახული მიზანი, ამერიკელთა 70%-ის იმუნიზაცია ერთი დოზით 4 ივლისამდე, მართლაც შესაძლებელია.

შეერთებულ შტატებში ავტორიზებული ვაქცინების ეფექტურობაზე, ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩიმ, რომელიც თეთრი სახლის უფროსი მრჩეველია სამედიცინო საკითხებში. მან უახლესი კვლევები წარმოადგინა, რომლებიც ამ ვაქცინების ეფექტურობას, კორონავირუსის ახალ ვარიაციებთან მიმართებაშიც ადასტურებს. მათ შორისაა B.1.617 ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთშია ნაპოვნი. ენტონი ფაუჩი -ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორიც არის.
როშელ ვალენსკიმ თქვა, რომ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ახლა სკოლის ასაკის ბავშვებისთვის ახალ გზამკვლევზე მუშაობს. ის სექტემბერში მოსწავლეების სკოლაში დაბრუნების რეგულაციებს შეეხება.
შესაძლოა, გზამკვლევმა მათ მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე, ზაფხულის ბანაკებში დასვენების უფლებაც მისცეს. ეს ყოველივე, ვალენსკის თქმით, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი სკოლის ასაკის მოზარდი აიცრება, მათ შორის – 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს