პირველად ისტორიაში, ISFED არჩევნების დაკვირვებაზე უარს ამბობს – “დაკვირვება შეუძლებელია”

პირველად ისტორიაში, “სამართლიანი არჩევნები“ ადგილობრივი არჩევნების დაკვირვებაზე უარს ამბობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
მათი თქმით, ხელისუფლების რეპრესიულმა კანონებმა, შეცვლილმა საარჩევნო კოდექსმა, მესამე სექტორის წინააღმდეგ გამოცხადებულმა დევნამ არჩევნებზე დაკვირვება შეუძლებელი გახადა.
სამართლიანი არჩევნების იურისტები ამბობენ, რომ არსებული წინასაარჩევნო გარემო უკვე არღვევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო სტანდარტებს და იძლევა საფუძველს თქვან, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიული ვერ იქნება.
იურისტების თქმით, კენჭისყრის დღეს პროცედურების ზედმიწევნით დაცვაც არ იქნება საკმარისი პროცესის დადებითად შესაფასებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ