არქივი28 მაისი, 2024, 12:38
პირველად ისტორიაში - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ სახეობაში ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
პირველად ისტორიაში! საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური სახეობის ლიცენზიანტია!
საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ( ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული გუნდი) ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას და 30 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გიწვევთ საქართველოს ოლიმპიური გუნდის წარდგენის ღონისძიებაზე.
პრესკონფერენციას დაესწრებიან ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენები.
წყარო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.