ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პირველად ერთად საწყისი წუთებიდანვე - კვარაცხელია და ლუკაკუ სარდინიაზე შეუტევენ, კონტეს გეგმა აქვს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და გაირკვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არაა.
გამოცემა იმასაც წერს, რომ ქართველი სერია A-ს მე-4 ტურში გასვლაზე "კალიარის" წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება.
კონტე 3-4-2-1 სქემას აირჩევს, სარდინიაზე ცენტრფორვარდი რომელუ ლუკაკუ იქნება, ხვიჩა კი მის უკან იმოქმედებს.
ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც კვარაცხელია და ლუკაკუ ძირითად შემადგენლობაში თამაშს საწყისი წუთებიდანვე დაიწყებენ.
ინფორმაციისთვის, "კალიარისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 15 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.