ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პირველად, გუტერეში ჰამასის თავდასხმისას სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში პირველად გამოვიდა მოწოდებით, გამოიძიონ ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის დროს ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესაძლო შემთხვევები.
"არსებობს მრავალი ანგარიში თავდასხმის დროს სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, რომლებიც სასწრაფოდ გამოსაძიებელია და დასაწყებია სასამართლო წესით დევნა. გენდერული ძალადობა დასაგმობია. ყოველთვის. ყველგან". - თქვა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას გაეროს ქალთა ოფისი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მას ჰამასის მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მტკიცებულებების შესახებ კომენტარი 50 დღის შემდეგაც არ გაუკეთებია.
მოგვიანებით, ოფისმა საკუთარ ინსტაგრამზე დაგმო ჰამასის საქციელი, თუმცა პოსტი მალევე წაშალა და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ პოსტით ჩაანაცვლა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.