არქივი12 იანვარი, 2024, 10:23
პიოტრ ზელინსკი "ნაპოლის" დაემშვიდობება - პოლონელმა ახალ გუნდთან შეთანხმებას მიაღწია
"ნაპოლის" ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "ინტერს" შეუერთდება, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პოლონელმა "პარტენოპეის" პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი უთხრა და კარიერის გაგრძელება "ნერაძურიში" გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, ზელინსკი "ნაპოლის" 2016 წელს, "უდინეზედან" შეუერთდა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.