პინოქიოს თავგადასავალი ერთ მოქმედებად – რუსთაველის თეატრი საახალწლო პრემიერისთვის ემზადება

პინოქიოს თავგადასავალი ერთ მოქმედებად – რიგით 145-ე სეზონზეც რუსთაველის თეატრი საახალწლო პრემიერისთვის ემზადება.
კეთილი ხის კაცუნა გრძელცხვირა, მოლაპარაკე პინოქიოა, რომელიც მარტოხელა მოხუცმა ჯეპეტომ ხის მორისგან გამოთალა. იტალიელი მწერლის, კარლო კოლოდის მიერ დაწერილ პინოქიოს თავგადასავალს ქართულ სცენაზე მსახიობები გაითამაშებენ.
საშობაო განწყობითა და დიდი ენთუზიაზმით, პინოქიოს თავგადასავლებით სავსე სამყაროში მოგზაურობა დასმა უკვე დაიწყო. სცენარიდან სცენოგრაფიამდე და ხის თოჯინადან ცოცხალ ბიჭუნამდე გზა ერთად გაიარეს.
რუსთაველის თეატრის საშობაო საჩუქარი ერთგულ მაყურებელს – “პინოქიოს თავგადასავალი”, რეჟისორის ორიგინალური შტრიხებითა და ინტერპრეტაციით, რომელიც თეატრის ისტორიას დარჩება.
საპრემიერო სპექტაკლზე თეატრის ძველი და ახალი თაობა ერთად მუშაობს. კოსტიუმებსა და დეკორაციებს ის მხატვარი ქმნის, რომლისთვისაც ეს თეატრი ყველაზე ახლობელია.
“პინოქიოს თავგადასავალზე” მსახიობები ყველა თაობის წარმომადგენელს 24-დან 30 დეკემბრის ჩათვლით და 3-დან 15 იანვრის ჩათვლით ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება