ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პიერპაოლო პიჩიოლო VALENTINO-ს ტოვებს

პიერპაოლო პიჩიოლო Valentino-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი აღარ იქნება – ამის შესახებ განცხადებას იტალიური მოდის სახლი ავრცელებს.
"პიერპაოლოს მიმართ მადლობელი ვარ შემოქმედებითი ხელმძღვანელის როლში გაწეული საქმიანობისთვის, მისი ხედვისთვის, თავდადებისა და კრეატიულობისთვის". - უთხრა მოდის სახლის აღმასრულებელმა დირექტრომა გამოცემა WWD-ს.
Valentino-ში ასევე განაცხადეს, რომ პიჩიოლის მიერ შექმნილი "უკანასკნელი 25 წელი მოდის სახლში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს".
პიერპაოლო პიჩიოლი Valentino-ს 1999 წელს აქსესუარების დიზაინერების როლში მარია გრაცია კიურისთან ერთად შეუერთდა. 2008 წელს პიჩიოლი და კიური შემოქმედებით ხელმძღვანელებად დაინიშნენ, 2016 წლიდან კი კიურის Dior-ში წასვლის გამო პიერპაოლო პიჩიოლიმ საქმიანობა მარტომ განაგრძო.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.