პია კაუმას ვიზიტის გადადება არის ცუდი, თუმცა გაცილებით ცუდია ომი, არასტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია, დაკარგული ტერიტორიები და ის უბედურება, რაც შეიძლება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებამ მოიტანოს

პია კაუმას ვიზიტის გადადება არის ცუდი, თუმცა გაცილებით ცუდია ომი, არასტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია, დაკარგული ტერიტორიები და ის უბედურება, რაც შეიძლება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებამ მოიტანოს
ქალბატონი პია კაუმას ვიზიტის გადადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა ძალები ებრძვიან დღეს ჩვენს სახელმწიფოს, რა ძალებს არ უნდათ მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ვიზიტის გადადება ამ შემთხვევაში ცუდი პრეცედენტია, რადგან აღმოჩნდა, რომ ქალბატონმა პიამ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ, სხვა ქვეყნებიდან და მათ შორის ევროპარლამენტარებისგან გაკეთდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბოჟაძის განცხადებით, რა თქმა უნდა ვიზიტის გადადება არის ცუდი, მაგრამ გაცილებით ცუდია ომი, არასტაბილურობა, საქართველოს უკრაინიზაცია, დაკარგული ტერიტორიები და ის უბედურება, რაც შეიძლება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებამ მოიტანოს.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ძალები, რომლებსაც არ უნდათ, არ უხარიათ ჩვენი ქვეყნის წარმატება, პირველ რიგში ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია. შეფასებისათვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზიტის გადადება არის ცუდი, თუმცა გაცილებით ცუდია ომი, არასტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია, დაკარგული ტერიტორიები და ის უბედურება, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებამ მოიტანოს.
ვიზიტის გადადება მიუთითებს მათ შორის იმაზე, რომ თავად ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედია არ აღმოჩნდა მასთან სალაპარაკოდ მზად, რადგან იცით თქვენ, რომ იგივე ეუთოს დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ იყო კონკურენტუნარიანი ჩვენ თავის დროზე მოვისმინეთ საპარლამენტო დელეგაციის განცხადებები, შეფასებები, რომლებიც 27 ოქტომბერს გაკეთდა, შეფასებები, რომლებიც მას შემდეგ გაკეთდა და მთავარი ვიზიტის ამოცანა იყო ის, რომ ჩვენ უკვე დაგვეწყო მუშაობა ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად, იმ შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც ჰქონდა ეუთოს და რა თქმა უნდა, ამისათვის მზაობის არ არსებობა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ოპოზიციისთვის მთავარი არ არის , მთავარია ხელისუფლებაში მოვიდნენ და რაც ყველაზე მთავარია სამწუხაროდ, არჩევნების გარეშე, რადგან ახალი არჩევნები მათ მოუტანს არა გამარჯვებას, არამედ კიდევ ერთ შანსს რევოლუციისა, არ შემდგარი რევოლუციისა რომელიც არ და ვერ შედგა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ,“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება