– არაა საჭირო პუტინის ნარატივით უკრაინის დამცირება – ჩვენ არ ვაყენებთ ხელისუფლების, მათ შორის ზელენსკის ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ

უკრაინის ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ არ ვაყენებდით და არ ვაყენებთ. ამის შესახებ უკრაინის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა.
“ამერიკელები ამერიკული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, ევროპელები – ევროპულებიდან. ასე რომ, ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა ამერიკულ და ევროპულ ინტერესებშია.
არაა საჭირო პუტინის ნარატივით უკრაინის დამცირება, თითქოს ვითომდა აუცილებელია უკრაინული ხელისუფლების და, კერძოდ, პრეზიდენტის ლეგიტიმურობის დამტკიცება პარლამენტში არჩევნებით.
ჩვენი პოლიტიკური ძალის პოზიციაა – ჩვენ არ ვაყენებდით და არ ვაყენებთ უკრაინის ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას კითხვის ქვეშ…
ჩვენი პრინციპული პოზიციაა – მოლაპარაკებებზე ძლიერი უნდა იყოს. ხოლო უკრაინის ძალას ერთიანობა უზრუნველყოფს – გარე და შიდა”,-განაცხადა პოროშენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს