ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პეტრე ცისკარიშვილი: ყველა ვხვდებით, რომ ეს იყო მორიგი პროტოკოლური წერილი, რომელზედაც ტრამპის ხელმოწერა არის თუ არა, ისიც არ ვიცით

პეტრე ცისკარიშვილი: ყველა ვხვდებით, რომ ეს იყო მორიგი პროტოკოლური წერილი, რომელზედაც ტრამპის ხელმოწერა არის თუ არა, ისიც არ ვიცით

ყველა ვხვდებით, რომ ეს იყო მორიგი პროტოკოლური წერილი, რომელზედაც ტრამპის ხელმოწერა არის თუ არა, ისიც არ ვიცით- ასე გამოეხმაურა გადაცემა “რეაქციაში“ “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი პრეზიდენტ ტრამპის მილოცვას მიხეილ ყაველაშვილისადმი, რომელიც ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ეს დიდად საყურადღებო არაა, რადგან “საკანცელარიო სამსახური მუშაობს, პარტნიორი ქვეყანაა და ყველა 26 მაისს იყო მილოცვები“.

საკანცელარიო სამსახური მუშაობს, პარტნიორი ქვეყანაა და ყველა 26 მაისს გვილოცავდნენ. ასე რომ, დიდ ყურადღებას, რომ წერილი იყო და ყაველაშვილს მიულოცეს , საერთოდ ვინ არის და რა ფიგურაა, ეს კიდევ საკითხავია, - თქვა ცისკარიშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ტრამპის მისალოცი წერილი თავად ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.