პეტრე ცისკარიშვილი – ევროპარლამენტის გუშინდელი დებატებიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დაპაუზებულია და ასე იქნება მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება

კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურის მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მოლოდინი ევროპარლამენტში პროკრემლისტური ძალების არჩევაზე ფუჭი და ცრუ აღმოჩნდა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის გუშინდელი დებატებიც ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დაპაუზებულია და ასე იქნება მანამ, სანამ „ქართულ ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება.
„საქმე ის გახლავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ იმედი ჰქონდა, რომ როდესაც ევროპარლამენტის არჩევნები ივნისში ჩატარდა, იქ მოვიდოდნენ ისეთი ძალები, სუბიექტები და ინდივიდები, რომლებიც პროპუტინისტურად, პრორუსულად განწყობილი არიან და პარალელურად, ასეთი ადამიანები, როგორც წესი, იცავენ და ახმოვანებენ ხოლმე „ქართული ოცნების“ პოზიციას. რა თქმა უნდა, ასეთი სუბიექტები ევროპარლამენტში აღმოჩნდნენ, მაგრამ უკიდურეს უმცირესობაში არიან და შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროპა, ევროპული ცივილიზაცია, მთლიანად, დასავლური სამყარო მთავარ ფასეულობებზე დგანან, როგორებიცაა დემოკრატია ღია, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და კანონის უზენაესობა. „ქართული ოცნება“, რომელიც ამ ფასეულობებს არ იზიარებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ძალაუფლებას დაკარგავს, რა თქმა უნდა, ევროპულ ფასეულობებთან წინააღმდეგობაში მოდის. სწორედ აქედან უნდა ამოვიდეთ, როდესაც ვმსჯელობთ, რა ტიპის რეზოლუცია შეიძლება იყოს მიღებული და თუნდაც, გუშინდელი დებატებიც ადასტურებს იმას, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დაპაუზებულია და ასე იქნება მანამ, სანამ „ქართულ ოცნებას“ სახლში არ გავუშვებთ, ოპოზიციაში არ გადავიყვანთ და ხელისუფლებას არ ჩამოვაშორებთ.
ყველაფერი ძალიან მარტივდება – ან სიღატაკე იზოლაციაში, ან კეთილდღეობა და განვითარება ევროპასთან ერთად – ეს არის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით