პეტრე ცისკარიშვილი – დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება რუსეთის დანაშაული, ეს დიდი გეოსტრატეგიული შეცდომა, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებასა და თავისუფლებას

დარწმუნებული ვარ, ეს ნაცია გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რომელსაც ჰქვია რუსეთის ფედერაცია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის რუსეთზე გამარჯვება თავისთავად საქართველოს გამარჯვებასა და გათავისუფლებას ნიშნავს.
“უკრაინა არის ჩვენი მეგობარი და მართლაც სტრატეგიული პარტნიორი. რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ვალია, რომ მინიმუმი გავაკეთოთ, მოვიდეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და მივულოცოთ. Вітаємо з днем незалежності! მე დარწმუნებული ვარ, ეს ნაცია გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია. რომელიც 2,5 წლის წინ თავს დაესხა უკრაინას და უნდოდა გადაეყლაპა მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინს დამატებითი მიწების შემოერთება სურს, უნდა, უფრო დიქტატორი გახდეს, ვიდრე არის, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და მეტიც, დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება რუსეთის ეს დანაშაული, ეს დიდი გეოსტრატეგიული შეცდომა, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებასა და თავისუფლებას”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით