პეტრე ცისკარიშვილი ბიძინა ივანიშვილზე – სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვეღარც მოიძებნებიან „ბლუმბერგის“ და ვერც „ფორბსის“ სიაში

სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვეღარც მოიძებნებიან „ბლუმბერგის“ და ვერც „ფორბსის“ სიაში, რადგან ისინი აღარ შეესაბამებიან იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებსაც ბევრი მილიარდი აქვთ, ის მილიარდებს შოულობს ქართველი ხალხის გაღარიბებით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება.
მისი შეფასებით, ახლა ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს „უნდა თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც ქართველების გაღარიბებით მილიარდებს შოულობს“.
„სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვერც „ბლუმბერგის“ და ვერც „ფორბსის“ სიაში ვეღარ მოიძებნებიან, რადგან ისინი აღარ შეესაბამებიან იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებსაც ბევრი მილიარდი აქვთ, მაგრამ აქ არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ივანიშვილი საქართველოში ქართველების ხარჯზე შოულობს მილიარდებს, რომელსაც შეიძლება შავი ფული ვუწოდოთ, ამიტომ საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფოს გადასაწყვეტია – უნდათ თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც მილიარდებს ქართველების გაღარიბებით შოულობს იმისთვის, რომ დააკონპესიროს საკუთარი დასანქცირებული ქონება, დასავლეთის მხრიდან”,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი – გავხდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი – მჯერა, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღე, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალი ჯერ კიდევ წინ არის

დონალდ ტრამპი უკრაინა-რუსეთზე – შეთანხმებას უნდა მიაღწიონ, ვფიქრობ, რაღაც მოხდება – უკრაინელები ნამდვილად კარგი მებრძოლები არიან, შეუძლიათ საკუთარი თავით იამაყონ – ენერგეტიკაზე დარტყმები დიდი დარტყმაა რუსებისთვის