არქივი13 ნოემბერი, 2025, 16:42
პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ ესტაკადაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია

პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ ესტაკადაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება – განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 14 ნოემბრიდან, ორი კვირის განმავლობაში, 00:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, რა დროსაც ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.