არქივი9 აპრილი, 2024, 17:37
პეტრას აუსტრევიჩუსი "თავისუფლების მარშზე" - ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ უფლებას იყვნენ ევროპელები
ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ უფლებას იყვნენ ევროპელები! - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი თბილისში ჩატარებულ “თავისუფლების მარშს.”
“ვულოცავ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ თავიანთ უფლებას იყვნენ ევროპელები!” , - წერს აუსტრევიჩუსი.
თბილისში, "თავისუფლების მარში" რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან დასრულდა სლოგანით: “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!".
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.