პეტრას აუსტრევიჩუსი – ევროკავშირის ინსტიტუტებს მივმართავ, სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ, ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ

ევროკავშირის ინსტიტუტებს მივმართავ სანქციები შემოიღონ ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ, ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
“მმართველი პარტიის მიერ განმეორებითი მცდელობები შემოიღონ კანონი “უცხოური გავლენის” შესახებ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ აკონტროლონ სამოქალაქო საზოგადოება, გავლენა მოახდინონ მედიასა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.
ეს ყველაფერი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ფონზე ხდება. რეპრესიული კანონის ე.წ. “დასავლური პრაქტიკით” გამართლების მცდელობები უბრალოდ საცოდავია. მსგავსი კანონი რუსული ავტორიტარიზმისკენ დაბრუნების გასაღებია.
ამავდროულად, მივესალმები ქართველ ხალხს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან. სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყნის დასავლურ მომავალს იცავს.
კოლეგებო, ამ შესაძლებლობის გამოყენებით მივმართავ ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომ შემოიღონ წერტილოვანი სანქციები ქართველი პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დევნას ახორციელებენ. კერძოდ კი, ზვიად ხარებაშვილისა და ვაჟა სირაძის წინააღმდეგ. ეს ადამიანები ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებენ”, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…